სიყვარულო, ძალსა შენსა...

AutoSharing Option
ტურინული დერბი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია მთელს ევროპაში, ქალაქი, სადაც 890 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მატჩისას თითქოს ორად იყოფა და არა აქვს მნიშვნელობა, რომ "იუვენტუსი" "ტორინოზე" გაცილებით სახელოვანია, სტადიონიც თითქმის ორჯერ დიდი აქვს და ტიფოზების სიმრავლითაც სჯაბნის.

შაბათს ბიანკონერიმ თანაქალაქელები გაანადგურა (4:0), მაგრამ მეორე დღეს გულშემატკივრები ამ თამაშზე უფრო ერთ სასიყვარულო ისტორიაზე საუბრობდნენ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ "ტორინოს" მწვრთნელის სინიშა მიხაილოვიჩის ქალიშვილმა ვირჯინიამ "ბებერი ქალბატონის" პრიმავერას კაპიტანთან ალესანდრო ვოლიაკოსთან სასიყვარულო ისტორიის შესახებ ინსტაგრამით იუწყა და ფოტოც გამოაქვეყნა.

ჰოდა, როგორც უსაქმურებსა და ინტრიგანებს
ჩვევიათ, სოციალურ ქსელებში დაიწყეს ალესანდროსა და ვირჯინიას კრიტიკა, მაგრამ შეყვარებულების მშობლები შვილების გრძნობებს გაგებით მოეკიდნენ და სულაც არ გაუკიცხავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული