ანიელის საფეხბურთო საქმიანობა ერთი წლით აუკრძალეს

AutoSharing Option
ეჭვობდნენ, რომ ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სეზონური აბონემენტები და ბილეთები ლიმიტის გადაჭარბებით კალაბრიის კრიმინალური დაჯგუფების წევრის როკო დომინელოს დახმარებით გაყიდა.

ამ დომინელოს ბილეთების ზედმეტ ფასებში რეალისაციისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ანდრეამ აღიარა, რომ მას სხვა ტიფოზებთან ერთად საზეიმო მიღებისას შეხვდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან არანაირი კავშირი არა აქვს.

დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ, რომელიც  მენეჯერთა საქმიანობას ზედამხედველობს, განიხილა ანიელის საკითხი და საფეხბურთო მოღვაწეობა ერთი წლით  აუკრძალა.

ამას გარდა, შესაძლოა მისი უეფას აღმასრულებელი კომიტეტიდან გამოყვანა მოითხოვონ. სასამართლომ ბიანკონერი 300
ათასი ევროთი დააჯარიმა.

"ბებერი ქალბატონი" გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ამ საქმის პროკურორმა ჯუზეპე პეკორინომ კი განაცხადა, რომ "იუვეს" პრეზიდენტი მკაცრად არ დასაჯეს და ისიც შეიტანს სასამართლოში აპელაციას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული