იტალიის ჩემპიონატის აუტსაიდერ "ბენევენტოს" ვეტერანი ფრანგი მცველის, ფილიპ მექსეს გადაბირება სურს. ჩემპიონატის დაწყების შემდეგ "ბენევენტომ" 16 გოლი გაუშვა, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ გუნდის დაცვის ხაზში კატასტროფული მდგომარეობაა.
35 წლის მექსე თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც "მილანი" დატოვა. ფრანგს კოლოსალური იტალიური გამოცდილება აქვს. მან "რომასა" და "მილანის" შემადგენლობაში 400-მდე მატჩი ჩაატარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"