სუსომ "მილანთან" გაახანგრძლივა

AutoSharing Option
23 წლის სუსომ "მილანთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

ესპანელი "მილანში" 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან იტალიური გრანდის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"უზომოდ ბედნიერი ვარ იმ დიდი ნდობის გამო, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ გამომიცხადა. მე დიდი გუნდის წევრი ვარ და ამით ვამაყობ", - თქვა სუსომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული