"ინტერი" მესუთ იოზილს უარობს

AutoSharing Option
"ინტერი" მესუთ იოზილთან კონტრაქტის გაფორმებას გამორიცხავს. "კალჩომერკატოს" ინფორმაციით, "არსენალის" გერმანელი შემტევი არასოდეს ყოფილა რეალური სამიზნე მილანური კლუბის დირექტორის, პიერო აუზილიოსა და ტექნიკური კოორდინატორის, ვალტერ საბატინისთვის.

იტალიური წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის კანდიდატურა რამდენიმე იტალიურ გუნდს შესთავაზეს, მაგრამ ყველა მათგანმა თავი შორს დაიჭირა. იოზილი ამჟამად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს "არსენალში", მაგრამ მისი კონტრაქტი მომავალ წელს მთავრდება. როგორც ამბობენ, არსენ ვენგერს ის აღარ სჭირდება.

იოზილთან დაკავშირებით თითქოს "ინტერის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მარიო ახსენეს, თუმცა, როგორც ირკვევა, "ნერაძურის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი ამ ფეხბურთელით
კმაყოფილია და მასთან განშორებას არ აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული