შეხვედრის შემდეგ მას თავზე 8 ნაკერი დაადეს და "ინსტაგრამზე" დაწერა: "3 ქულა და 8 ნაკერი თავზე. ყველაფერი გამარჯვებისათვის. ფორცა იუვე".
ამ მატჩისწინა მოთელვაზე ბარძაყის ტრავმა მიიღო "ბიანკონერის" ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა, ვერ ითამაშა და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.