"მოდენას" პრეზიდენტს ტიფოზები კუბოთი მიადგნენ

AutoSharing Option
"მოდენა" 13 წელიწადი სერია A-ში ასპარეზობდა, ახლა კი მე-3 ლიგის ერთ-ერთ ზონაში 6 ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო ადგილზეა და მისმა ტიფოზებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სახლში 21-ათასიან სტადიონზე "მესტრესთან" 0:3-ზე განადგურების მერე, ისინი კლუბის პრეზიდენტს ანტონიო კალენდოს ოფისში გუნდის ფერებში გაწყობილი კუბოთი მიადგნენ, უნდობლობა გამოუცხადეს და გადადგომა მოთხოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ქომაგები პროტესტის უფრო მწვავე ფორმით დაემუქრნენ...

ცნობისათვის, წარსულში ამ გუნდის ღირსებას ლუკა ტონი, მარკო ბალოტა, სტეფანო ოკაკა-ჩუკა, ჯონ მენსა, ინიაციო აბატე, ასამოა გიანი და ლუკა ანტონინი იცავდნენ. მწვრთნელებიც სახელოვანი ყავდა: რენცო ულივერი,
ჯანი დე ბიაზი, ალბერტო მალეზანი, სტეფანო პიოლი, ვალტერ ნოველინო და ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი ერნან კრესპო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული