მარეკ ჰამშიკს მარადონას რეკორდამდე ერთი გოლი აკლია

AutoSharing Option

დიეგო მარადონას "ნაპოლში" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ჰამშიკი არგენტინელის რეკორდის დასამხობად ემზადება. მას მხოლოდ ერთი გოლი უნდა და რეკორდს გაიმეორებს.

30 წლის სლოვაკი ნახევარმცველი, "ნაპოლში" 2007 წლიდან თამაშობს და 114 გოლი აქვს გატანილი. ხოლო მარადონა "ნაპოლში" 1984 წლიდან 1991 წლამდე თამაშობდა და 115 გოლი დააგროვა.

დღეს იტალიელები "ეტიჰადის სტადიონს" სტუმრობს, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან და ეს ჰამშიკისთვის მშვენიერი შანსია თავის გამოსაჩენად.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ამ საკითხზე ჰამშიკმა ისაუბრა: "ძალიან კარგია, რომ შემიძლია მარადონას რეკორდი გავიმეორო. მაგრამ უფრო
მნიშვნელოვანია, კლუბს წარმატებაში დავეხმარო. რა თქმა უნდა მე ბედნიერი ვიქნები, თუ მოედანს გოლით დავტოვებ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული