იტალიის ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, "კალიარი" სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-13 ადგილზეა და მწვრთნელი მასიმო რასტელი და მისი თანაშემწეები ნიკოლა ლეგროტალიე და დარიო როსი სამუშაოდან დაითხოვეს.
სარდინიული გუნდი რასტელიმ 2015 წელს ჩაიბარა, სერია А-ში გადაიყვანა და პირველივე სეზონში მე-11 ადგილზე გაიყვანა.
მიმდინარე სეზონში იტალიაში ჯერ მწვრთნელი არ გადაუყენებიათ, რაც დიდი იშვიათობაა და უკანასკნელად 1998 წელს მოხდა.