სე­რია A. IX ტურის წინ: ლი­დე­რი მდევ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ

AutoSharing Option
შა­ბათ სა­ღა­მოს იტა­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის გურ­მა­ნე­ბი ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან უნ­და მო­კა­ლათ­დ­ნენ.

ნე­ა­პოლ­ში და­უ­მარ­ცხე­ბელ­თა ომია - ლი­დერ "ნა­პო­ლის" მდე­ვა­რი "ინ­ტე­რი" სტუმ­რობს და ეს არა­თუ სე­რია A-ს, არა­მედ მთე­ლი უქ­მე­ე­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი მატ­ჩი­ცაა.

"ინ­ტერს" არ ანაღ­ვ­ლებს ევ­რო­თა­სე­ბი, "ნა­პო­ლი" კი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზეც გა­აფ­თ­რე­ბით იბ­რ­ძ­ვის და ინ­გ­ლი­სურ ჯახ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით წა­ა­გო "მან­ჩეს­ტერ სი­ტის­თან". არ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს, თუ მას­პინ­ძ­ლებს გა­დაღ­ლი­ლო­ბის კვა­ლი და­ეტყო­ბათ.

"ნა­პო­ლის" და­რად, ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის "ინ­ტერ­ზე" ბევრს არ ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ გუნ­დი მშვი­დად აკე­თებს თა­ვის საქ­მეს და მა­უ­რო იკარ­დიც ჩი­ნე­ბულ ფორ­მა­შია. არ­გენ­ტი­ნელ­მა ფორ­ვარ­დ­მა წი­ნა ტურ­ში "დერ­ბი დე­ლა მა­დო­ნი­ნა" ჩა­უმ­წა­რა
"მი­ლანს", რო­მელ­საც 3 გო­ლი შე­უგ­დო.

კარ­გია, რომ გუნ­დე­ბი თით­ქ­მის ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით ითა­მა­შე­ბენ. "ნა­პო­ლის" პო­ლო­ნე­თის ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დი არ­კა­დი­უშ მი­ლი­კი არ ეყო­ლე­ბა, "ინ­ტე­რი" კი ხორ­ვატ მარ­სე­ლო ბრო­ზო­ვიჩს მო­ი­საკ­ლი­სებს.

"მი­ლანს" უეჭ­ვე­ლად მო­სა­გე­ბი აქვს სა­ში­ნაო მატ­ჩი "ჯე­ნო­ას­თან". მას შემ­დეგ, რაც გუნ­დ­მა დრა­მა­ტუ­ლი დერ­ბი წა­ა­გო, ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლას სხვა შე­დეგს აღარ აპა­ტი­ე­ბენ. "რო­სო­ნე­რის", შე­იძ­ლე­ბა, და­უბ­რუნ­დეს ნი­კო­ლა კა­ლი­ნი­ჩი, ვინც ტრავ­მის გა­მო არ თა­მა­შობ­და. რაც შე­ე­ხე­ბათ კონ­ტი­სა და რო­მა­ნი­ო­ლის, ისი­ნი ვე­რა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერ გავ­ლენ მინ­დორ­ზე.

დე ში­ლი­ოს, ჰი­ო­ვე­დე­სი­სა და მარ­კი­ზი­ოს გა­რე­შე "იუვენ­ტუს­საც" აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­გე­ბი თა­მა­ში აქვს "უდი­ნე­ზესთან", რა­თა კი­დევ უფ­რო არ ჩა­მორ­ჩეს ლი­დე­რებს. მა­სი­მი­ლი­ა­ნო ალეგ­რის გუნ­დი კარგ ხა­სი­ათ­ზეა, რად­გან ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში "სპორ­ტინ­გი" და­ა­მარ­ცხა, და მარ­თა­ლია, გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ მა­ინც...

ისე რო­გორ იქ­ნე­ბა, ბო­ლო დროს შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში მყოფ "ლა­ცი­ო­ზეც" არ ვთქვათ. ჩი­რო იმო­ბი­ლეს თა­მა­დო­ბით, "ბი­ან­კო­ჩე­ლეს­ტე" მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობს და ახ­ლა სა­ში­ნაო ას­პა­რეზ­ზე იღებს "კა­ლი­ა­რის", ვი­საც ბო­ლო სამ სა­ში­ნაო მატ­ჩ­ში 10 გო­ლი გა­უ­ტა­ნა. მას­პინ­ძ­ლებს და­აკ­ლ­დე­ბი­ან ფე­ლი­პე ან­დერ­სო­ნი და ბას­ტა, მაგ­რამ გუნ­დი უკ­ვე მი­ეჩ­ვია ამ ბრა­ზი­ლი­ე­ლი­სა და სერ­ბის გა­რე­შე თა­მაშს.

ფაქ­ტე­ბი
  • "ნა­პო­ლი" და "ინ­ტე­რი" - მხო­ლოდ ამ ორ­მა გუნ­დ­მა არ იცის მარ­ცხის სიმ­წა­რე სე­რია A-ს მიმ­დი­ნა­რე გა­თა­მა­შე­ბა­ში.
  • ვე­რო­ნულ დერ­ბის "კი­ე­ვო" შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში ხვდე­ბა - გუნდს ბო­ლო 5 ტუ­რია, არ წა­უ­გია.
  • "მი­ლან­მა" სე­რია A-ს ბო­ლო სამ მატ­ჩ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა კა­რის "მშრა­ლად" შე­ნახ­ვა.
  • "ტო­რი­ნო­სა" და "რო­მას" შო­რის გა­მარ­თულ ბო­ლო ხუთ შეხ­ვედ­რა­ში ორი­ვე გუნ­დ­მა გა­ი­ტა­ნა.
  • "კა­ლი­ა­რიმ" "ლა­ცი­ოს" სე­რია A-ში ბო­ლოს 2013 წელს მო­უ­გო.
  • "ბე­ნე­ვენ­ტო" ამ ტურ­ში შე­ეც­დე­ბა ტოპ­ლი­გა­ში პირ­ვე­ლი ქულ(ებ)ის მო­პო­ვე­ბას.

სერია A. IX ტური
შაბათი, 21 ოქტომბერი
სამპდორია-კროტონე 20:00
ნაპოლი-ინტერი 22:45

კვირა, 22 ოქტომბერი
კიევო-ვერონა 14:30
მილანი-ჯენოა 17:00
ატალანტა-ბოლონია 17:00
ბენევენტო-ფიორენტინა 17:00
სპალ-სასუოლო 17:00
ტორინო-რომა 17:00
უდინეზე-იუვენტუსი 20:00
ლაციო-კალიარი 22:45

ბომბარდირები: 11 - ჩირო იმობილე (ლაციო); 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული