"ინტერმა" 20 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" "სამპდორია" ანგარიშით 3:2 დაამარცხა და სერია A-ს სათავეში ჩაუდგა.

10 მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 26 ქულა აქვს. "ნერაძურის" 8 მოგება და 2 ფრე აქვს.

აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" თავისი სარეკორდო მაჩვენებელი გაიმეორა. ასეთივე შედეგი გუნდს 1997/98 წლების სეზონში ჰქონდა.

იმ სეზონში "ინტერმა" 69 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველზე 74 ქულით ტურინის "იუვენტუსი" გავიდა.

- სერია A. X ტური: "ინტერი" დროებით ლიდერია [VIDEO]

მომზადებულია Opta Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული