"ბენევენტოს" პრეზიდენტის აზრით, გუნდის წარუმატებლობა ჯადოქრების ბრალია

AutoSharing Option
"ბენევენტოს" პრეზიდენტმა ორესტე ვიგორიტომ "გაზეტა დელო სპორტს" აუხსნა, თუ რატომ წააგეს იტალიის ჩემპიონატზე თორმეტივე მატჩი:

"ყველა გვაქებს და მაინც უქულოდ ვართ. ამაში ჯადოქრები არიან დამნაშავენი, რომლებიც ყოველთვის ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდნენ ჩვენს ქალაქზე. დიახ, მართალია, ცრუმორწმუნე ადამიანი ვარ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სერია A-დან არ გავარდებით".

შუა საუკუნეებში ბენევენტო "ჯადოქართა ქალაქად" იყო ცნობილი. ლეგენდის მიხედვით, კაკლის ხესთან რიტუალების ჩასატარებლად კუდიანი ჯადოქრები იკრიბებოდნენ. ადრე ქალაქს Maleventum-ი ერქვა, რაც "ცუდი შემთხვევების ადგილს" ნიშნავს. კლუბის ემბლემაზე ცოცხზე შემომჯდარი ჯადოქარია გამოსახული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული