76 წლის ოდიოზური ძამპარინი კლუბს 2002 წლიდან ედგა სათავეში. მისი პოსტი ჯოვანი ჯამარვამ დაიკავა.
"პალერმოს" დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტად ჯოვანი ჯამარვას დანიშვნა გადაწყვიტა. ის წარმოადგენს გუნდს ყველა საზოგადოებრივ და სპორტულ ღონისძიებაზე. ვულოცავთ დანიშვნას და იმედია, გუნდს სერია A-ში დაბრუნებაში დაეხმარება", - ნათქვამია განცხადებაში.
"პალერმო" 13 ტურის შემდეგ სერია B-ში 22 ქულით მე-2 ადგილზეა.