
"ერთადერთი დამნაშავე ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიოა, რადგან მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა არ მოხსნა. ვენტურა კარგი სპეციალისტია, მაგრამ როდესაც "ნაპოლი" სერია C-ში თამაშობდა, სამ თვეში დავითხოვე სამუშაოდან.
რატომ იძახებ სკუადრა აძურაში ლორენცო ინსინიეს, თუ თავის პოზიციაზე არ ათამაშებ? ამით კლუბს ფინანსურად აზარალებენ და თან, ვინმე იფიქრებს, რომ ინსინიემ თამაში არ იცის. ლორენცო 4-3-3 ტაქტიკისასაა სასარგებლო და არა 4-2-4-სას.
ტავეკიოს ადგილზე მე მაშინვე გადავდგებოდი, რათა იდიოტის როლში არ აღმოვჩენილიყავი".