![](https://sportall.ge/pictures/image31/9cca79e42ee9f8b407a0f39b8b3cb19e.jpg)
კლუბის აქციების 60% ჩინურმა კომპანია Desports Group -მა შეიძინა, 30% ადგილობრივ ფირმა Nuovo Inizio-ს ეკუთვნის, ხოლო 10% გულშემატკივრებს.
"პარმას" ახალმა პრეზიდენტმა ცზიან ლიჯანმა განაცხადა, რომ რევოლუციურ ცვლილებებს არ გეგმავს, პროექტზე ერთად იმუშავებენ, გუნდი დაიბრუნებს ძველ დიდებას და მალე გულშემატკივრებთან ერთად იტალიის ელიტარულ დივიზიონში დაბრუნებას იზეიმებენ.