თამაში იოლი არ უნდა გამოდგეს. მასპინძლებს არ ჰყავთ ურიგო შემადგენლობა, მწვრთნელი კი ახლახან შეიცვალა - გამოცდილი ლუიჯი დელ ნერის ნაცვლად გუნდი მასიმო ოდოს ჩააბარეს. ვნახოთ, რას იზამს ახლო წარსულში იტალიის ნაკრების, "ლაციოს", "მილანისა" და "ბაიერნის" შესანიშნავი
მეორე ადგილზე მყოფი "ინტერი" მოსაგებად ეწვევა "კალიარის". არავინ იცის, შაბათ საღამოს რა და როგორ იქნება, მაგრამ ამჟამად ისე ჩანს, რომ გამორიცხულია, "ნერაძურის" მთავარმეგოლის, მაურო იკარდის მინდორზე გასვლა. ეს კი სტუმრებისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ვნახოთ, იქნებ არგენტინელმა მოასწროს გამოჯანმრთელება "ინტერის" ფანების გულის გასახარად.
"მილანი" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშება "ტორინოს" და სატურნირო მდგომარეობას თუ გადავხედავთ, აუცილებლად უნდა მოიგოს. ყველაზე სერიოზული დანაკლისი "როსონერისთვის", შეიძლება, ლუკას ბილია იყოს.
საინტერესო და უხვგოლიან შეხვედრას ველით "ლაციოსა" და "ფიორენტინას" შორის. რომაელთა შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. ვნახოთ, როგორ "დაბრუნდებიან" ისინი რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ.
"რომა" "ჯენოასთან" სათამაშოდ ჩადის და მიზნად მხოლოდ მოგება აქვს დასახული. ცხადია, მათ თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება. "ჯალოროსიმ" ჩემპიონთა ლიგაში კი წააგო "ატლეტიკოსთან", მაგრამ ამ მარცხის გამო ტრაგედიას არ ქმნიან. მთავარია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბიჭებმა ბოლო ტურში "ყარაბაღს" მოუგონ და უპრობლემოდ დაძლევენ ჯგუფურ ბარიერს.
"ბებერი" ქალბატონი კი, თუ სასწაული არ მოხდა, სამ ქულას უპრობლემოდ ჩაიწერს აქტივში. "კროტონე" ვერ არის იმ ყალიბის გუნდი, "იუვენტუსს" ქულები წაართვას. მით უმეტეს, მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილებს ძალიან სჭირდებათ გამარჯვება.
ფაქტები
- "სამპდორიამ" ბოლო 3 შეხვედრა მოიგო იტალიის ჩემპიონატში.
- "კიევო" და სპალ-ი ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
- "კალიარიმ" და "ინტერმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
- "მილანსა" და "ტორინოს" შორის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ორივემ გაიტანა.
- "იუვენტუსმა" 4-დან 4 თამაში მოუგო "კროტონეს".
- "ლაციოსა" და "ფიორენტინას" ბოლო 5 მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა.
იტალია. სერია A. XIV ტური
შაბათი, 25 ნოემბერი
ბოლონია-სამპდორია 18:00
კიევო-სპალ 21:00
სასუოლო-ვერონა 21:00
კალიარი-ინტერი 23:45
კვირა, 26 ნოემბერი
მილანი-ტორინო 18:00
ჯენოა-რომა 18:00
უდინეზე-ნაპოლი 18:00
ლაციო-ფიორენტინა 21:00
იუვენტუსი-კროტონე 23:45
ორშაბათი, 27 ნოემბერი
ატალანტა-ბენევენტო 23:45
ბომბარდირები: 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 11 - მაურო იკარდი (ინტერი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 8 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 7 - ედინ ჯეკო (რომა), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
, თან გამორიცხუკია როა თუ სპალეტის არ ენდობით უბრალოდ?))))))