იკარდის ცოლი: მაურო 200 მლნ ევროზე ნაკლები არ ღირს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის ცოლმა და აგენტმა ვანდა ნარამ მეუღლის სატრანსფერო ფასზე ისაუბრა.

"მაურო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არიან ტოპ-კლუბები, რომლებიც მას აკვირდებიან. თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ როგორც "ინტერის", ასევე მაუროს ინტერესებიც.

ვერ უარვყოფ, რომ მისით იმაზე მეტი კლუბია დაინტერესებული, ვიდრე იწერება, მაგრამ ფეხბურთში ვერ გაიგებ, რა მოხდება ხვალ.

რაც შეეხება მის ღირებულებას, მისი სანტრანსფერო ფასი 200 მილიონ ევროზე ნაკლები არაა.

ამ თანხამ არავინ არ უნდა შეაშინოს. თუ კლუბი მზადაა, გადაიხადოს, მაშინ გადაწყვეტილება ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული", - თქვა ნარამ.

მომზადებულია Corriere
dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული