ივან პერიშიჩი: ლუჩანო სპალეტის რჩევით დავრჩი გუნდში

AutoSharing Option
იტალიის პირველობის მე-15 ტურში "ინტერმა" "კიევო" გააბითურა (5:0), გალიდერდა, ამ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკის შემსრულებელმა 28 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა კი ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"არა აქვს მნიშვნელობა ვის გააქვს გოლი, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს. ასევე გვმართებს გაგრძელება, ამ მომენტს დიდი ხანია ველოდით და ახლა "იუვენტუსის" დამარცხება გვინდა.

მწვრთნელმა სპალეტიმ გვითხრა, რომ ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, დღეს ეს დამტკიცდა, რადგან ვინც სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. ლუჩანოს რჩევით დავრჩი გუნდში".

გეცოდინებათ, ზაფხულში პერიშიჩს "მანჩესტერ სიტი" იწვევდა, "იუვეს" კი ნერიაძური 9 დეკემბერს ტურინში
ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული