სილვიო ბერლუსკონი: ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, ხანდახან "მილანის" თამაშს ვერ ვუყურებ

AutoSharing Option
"მილანის" ექს-პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ Premium Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ სეზონში მისი ყოფილი გუნდის თამაშზე გააკეთა კომენტარი:

"აღარა ვარ კლუბის პრეზიდენტი, მაგრამ გუნდის დიდი გულშემატკივარი გახლავართ. ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. ხანდახან მის მატჩებს ბოლომდე ვერ ვუყურებ, რადგან არ მომწონს სტრატეგია და ფეხბურთელთა თამაში.

რამაც წარმატება მოგვიტანა, ყველაფერი დავიწყებულია. ორი ცენტრალური თავდამსხმელით ასპარეზობას ვგულისხმობ. ერთ-ერთი მათგანი სუსო უნდა იყოს. ბონავენტურა კაკას მსგავსად უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზეა დასაყენებელი.

ჩვენს ახლანდელ სუპერვარსკვლავებს სუსოსა და ჯაკომოს ფლანგებზე, კარიდან ძალიან შორს უწევთ თამაში. საკის დროს მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ
ბურთს მინიმუმ სამი ფეხბურთელი ელოდა.

გატუზოს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ერთფორვარდიანი ტაქტიკით ვერაფერს ვერ მივაღწევთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული