გატუზო დერბიზე: ეს ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია

AutoSharing Option
დღეს იტალიაში დიდი დღეა და მსოფლიოს ყურადღებაც "სან-სიროსკენ" არის მიპყრობილი, რადგან მსოფლიო კიდევ ერთ დერბის, "დელა მადონინას" იხილავს.

კლუბები ერთმანეთს იტალიის თასის ეგიდით დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება.

"მილანი"-"ინტერის" შეხვედრა შესაძლოა ბოლო გამოდგეს "როსონერის" დამრიგებლის რანგში ჯენარო გატუზოსთვის.

გავრცელებული ცნობით, "მამაც გულს" მარცხის შემთხვევაში თანამდებობას დაატოვებინებენ და მის ადგილს ისევ ვინჩენცო მონტელა დაიკავებს.

39 წლის სპეციალისტი მატჩამდე "მილან ტვ-ს" საკმაოდ ვრცლად ესაუბრა.

"ინტერის" შესახებ

მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. მაგალითად, პერიშიჩი, კანდრევა... რა თქმა უნდა, აღარაფერს
ვამბობ მაურო იკარდიზე.

ისინი ჩვენ ორი მარცხის შემდეგ გვხვდებიან და უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ის გზა ვიპოვოთ, რითაც მათ დავამარცხებთ.

სუსოს შესახებ

რა თქმა უნდა, "ვერონას" წინააღმდეგ ის ცუდად მოიქცა. ჩვენთვის ესპანელი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

მან თავისი შესაძლებლობები ბოლო დერბიშიც დაამტკიცა და იმედი მაქვს, ხვალაც შესანიშნავად იასპარეზებს.

დერბის მნიშვნელობა

ჩვენთვის ეს შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივითაა. დერბის მოგებამ შესაძლოა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან შეგვიცვალოს. ამიტომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ", - აღნიშნა გატუზომ.

"მილანი"-"ინტერის" შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგარღვევენ....მილანი მოკვდა დიდი ხანია უკვე და მაგ ხურდა ფულით ვერაფერსაც ვერ იზამთ.გატუზო კი არა მაგათ მამა ღმერთიც ვეგარ უშველის ფული თუ არ დახარჯეს რომელიც არ აქვთ
რეინჯერი
11:48 27-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული