04:06 28-12-2017
"მილანმა" თასის 1/4 ფინალში "ინტერი" დაამარცხა და ჯენარო გატუზომ შვებით ამოისუნთქა [VIDEO]
AutoSharing Option
ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა გოლკიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ ვერ შეძლო, მისმა 40 წლის დუბლიორმა მარკო სტრორარიმ კი მოთელვაზე მიიღო ტრავმა და გატუზო იძულებული იყო კარში ჯანლუიჯის 27 წლის ძმა ანტონიო ჩაეყენებინა.
შეგახსენებთ, როსონერის ტიფოზებმა ჯიჯის თავისი ძმის გუნდში აყვანა წამოაძახეს, არაფრის მაქნისია და შენი ხათრით გაუფორმეს კონტრაქტიო. 23-ე წუთზე მან ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ იმ ეპიზოდში ძნელია მისი დადანაშაულება. თუმცა, მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ ივან პერიშიჩის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
თამაში ორმრივი იერიშებით წარიმართა და როსონერი ტოლს არაფერში არ უდებდა ნერიაძურის. დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ოვერტაიმში კი ნიკოლა კალინიჩის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 19 წლის თავდამსხმელმა პატრიკ კუტრონემ სუსოს გადაცემული ბურთი მიწაზე დაუშვებლად, დიდოსტატურად გადაგზავნა სამირ ჰანდანოვიჩის კარის ბადეში და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
ნამატჩევს კუტრონე სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო:"ჯერ კიდევ გუშინ დუბლებში ვიყავი, დღეს კი დერბიში გოლი გავიტანე. ეს დაუჯერებელია. გამარჯვება საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად გვესაჭიროებოდა. ჩემი მიზანი ჩემს გუნდში თამაშია. გოლს ოჯახს ვუძღვნი, რადგან ყოველთვის მხარს მიჭერდა. ნებისმიერ გოლს ახლობლებს მივუძღვნი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მეკარემ თუ გაიტანა ავტოგოლი, ივან პერიშიჩის გოლი როგორ გააუქმეს?! ჩამოყალიბდით ჯერ.
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული