ანტონიო დონარუმა: "მილანში" უკეთეს დებიუტს ვერც ვინატრებდი

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/4 ფინალურ მატჩში "ინტერის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა "მილანის" კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ, მისმა 40 წლის დუბლიორმა მარკო სტორარიმ მოთელვაზე ტრავმა მიიღო და კარში ჯიჯის 27 წლის ძმა ანტონიო ჩადგა, რომელმაც თამაშის შემდეგ სიხარული ვერ დამალა:

"მე კარგად ვარჯიშობდი და ჩემს სამუშაოს ვასრულებდი. შრომა ყოველთვის გიფასდება. "მილანში" უკეთეს დებიუტს ვერც ვინატრებდი. ამ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც გავიგე მე უნდა მეთამაშა, ცოტა არ იყოს შევცბი, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა. დღეს ყველაფერი კარგად წარიმართა.
დღეს ნამდვილი გუნდი ვიყავით".

ანტონიო როსონერიში გადასვლამდე საბერძნეთის "ასტერასში", "ბარიში", "ჯენოაში", "გუბლიოში" და "პიაჩენცაში" ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად ითამაშა ანტონიო დონარუმამ;
shota
09:12 28-12-2017
0
ჰოდა, ჭკვიანი მწვრთნელი დატოვებს ძირითადში!ახლა, მაგას, იმხელა სტიმული და ფსიქოლოგიური მუხტი აქვს, რომ ძმასაც და კიდევ ბევრს მოიტოვებს უკან, გარკვეული დროით მაინც (ან სულაც)!
-------
15:17 28-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული