ძმა ძმისთვისაო - ფაბიო კანავარომ "გუანჯოუში" თავისი ძმაც დაასაქმა

AutoSharing Option
იტალიის საფეხბურთო კლუბ "სასუოლოს" მცველი პაულო კანავარო კარიერას ხვალ, "სერია ა"-ს მორიგ ტურში, "რომასთან" საგარეო თამაშის შემდეგ დაასრულებს.

თუმცა, 36 წლის ფეხბურთელი უსაქმოდ დიდი ხანი არ დარჩება. მისი ძმის, ფაბიოს დახმარებით, იგი ჩინეთში გაემგზავრება და "გუანჯოუს" ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს.

როგორც იცით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ "გუანჯოუ ევენგრადი" რამდენიმე კვირის უკან ჩაიბარა და ჩინეთში სამუშაო ადგილი თავის ძმასაც მალე უპოვა.

პაოლო კანავაროს თქმით, ჩინური ენის შესწავლა რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული