28 წლის შემტევი, რომელიც "არსენალის" ღირსებას 2006 წლიდან იცავს, მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება აქვს განზრახული.
უოლკოტის მიზანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა.
ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მისი დამატების სურვილი ასევე, "საუთჰემპტონს", "ვესტ ჰემს", "ევერტონს" და "ნიუკასლს" გააჩნიათ.