მარკო პიაცა სეზონის ბოლომდე "შალკეში" ითამაშებს

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "შალკემ" ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი მარკო პიაცა სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

"მოხარულები ვართ, რომ მარკომ ჩვენთან გადმოსვლა აირჩია, რადგან მისი გადაბირება ბევრ კლუბს სურდა", - განაცხადა გელზერკინხენელთა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ.

"იუვენტუსმა" პიაცა გასულ წელს ზაგრების "დინამოდან" 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ტრავმების გამო ხორვატმა ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" მაისური მხოლოდ 20 შეხვედრაში მოირგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული