იტალიური პრესა: დიბალას დაახლოებით ერთი თვე გაუცდება

AutoSharing Option
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელ პაულო დიბალას, ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.

24 წლის ფორვარდმა, ტრავმა სერია ა-ს მე-20 ტურის შეხვედრაში, "კალიარის" წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც იგი შეცვალეს.

დიბალას სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს, სადაც "იუვენტუსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად პაოლო დიბალამ 19 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული