კლუბის ხელმძღვანელობას ორი არჩევანი აქვს - ან "ბოლონიას" ფორვარდი სიმონე ვერდი, ანაც "ბარსელონას" თავდამსხმელი ჟერარდ დეულოფეუ.
"სქაი სპორტის" ინფორმაციით, გუშინ ნეაპოლში ესპანელი ფეხბურთელის აგენტი იყო ჩასული და კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებიც გამართა.
თავის მხრივ კი, გავრცელებული ცნობით, "სან პაულოზე" ბურთის გაგორების წინააღმდეგი არც ვერდი ყოფილა.