სილვიო ბერლუსკონი: "მილანის" თამაშებს აღარ ვუყურებ

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, იგი "როსონერის" თამაშებს აღარ უყურებს. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კლუბი 2016 წელს გაასხვისა.

"მილანის თამაშებს აღარ ვუყურებ და არც ვაპირებ, შემდეგში ვუყურო. ის ჩემს საფეხბურთო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამ პრინციპებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი პრეზიდენტი გამხადა. ახალი მფლობელები ჩემთან რჩევის საკითხავადაც კი არ მოდიან", - განაცხადა  ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" ამჟამინდელი მეპატრონე ჩინელი ბიზნესმენი ლი იონგჰონგი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასდროს მომწონდა ბერლუსკონი,ვთვლი რომ კრიმინალური მიდრეკილებების ავანტიურისტია,რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს.თუმცა ამ შემთხვევაში მთლიანად ვიზიარებ მის სიტყვებს,მილანს ვეღარც მე ვუყურებ.მთლიანად დაკარგა სახე.
სოსო
21:59 22-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული