შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფეხბურთელმა ორი დღის წინ დაიწყო ვარჯიში, მას შემდეგ, რაც თითქმის ორი თვე არ უთამაშია.
"ხვალ ბუფონი განაცხადში იქნება, მაგრამ მოედანზე 29 იანვარს, თასის მატჩში გავა. ახლა მთავარია, ფორმა დაიბრუნოს და კარში თავისი ადგილი დაიკავოს.
რაც შეეხება კონტრაქტს, ბუფონი ამაზე ფიქრობს. მალე მას 40 წელი (28 იანვარს) შეუსრულდება. გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იარო წინ", - თქვა ალეგრიმ.
მომზადებულია Football