"სკუადრა აძურას" მწვრთნელი 4 კანდიდატისგან შეირჩევა

AutoSharing Option
იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ფეხბურთის ფედერაციაში კომისარი მიავლინა. მომავალი 6 თვის განმავლობაში იტალიურ ფეხბურთს რობერტო ფაბრიჩინი გაუძღვება, რომლის ასისტენტებიც ალესანდრო კოსტაკურტა და ანჯელო კლარისია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები რამდენიმე დღის უკან ჩატარდა, თუმცა გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

ადგილობრივ მედიას ყველაზე მეტად "აძურის" მომავალი მწვრთნელის ვინაობა აინტერესებს და ამ თემის შესახებ ჟურნალისტები ალესანდრო კოსტაკურტას გაესაუბრნენ.

"ჩვენ ახლა უკვე კანდიდატებთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ. არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ, თუმცა დროის გაწელვაც კარგი არ იქნება. პრესაში გავრცელებული გვარები, რომლებიც იტალიის
შესაძლო მწვრთნელს უკავშირდება, მართალია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ - ანჩელოტისთან, კონტესთან, მანჩინისთან და რანიერისთან თანამშრომლობით. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არცერთ მათგანთან არ დაგვიწყია", - განაცხადა კოსტაკურტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული