ამიტომ ფედერაციის ხელმძვანელობამ გადაწყვიტა, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ლუიჯი დი ბიაჯო დანიშნოს.
ის გუნდს ინგლისთან და არგენტინასთან ამხანაგური მატჩებისთვის უხელმძღვანელებს.
დი ბიაჯო ახალგაზრდულ ნაკრებში 2013 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2015-ზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ ევრო 2017-ზე ნახევარფინალამდე მიაღწია.
მომზადებულია figc.it-ის მიხედვით