ჯოვანი სიმეონე: "იუვენტუსს" ვატერლოოს მოვუწყობთ

AutoSharing Option
ხვალ, სერია A-ს 24-ე ტურში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" მასპინძლობს. მომავალი მატჩის შესახებ "ვიოლას" თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ "ტუტოსპორტს" შემდეგი განუცხადა:

"ჩემს კარიერაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა ჯერჯერობით ჯიჯი ბუფონისთვის გატანილი 2 გოლია, როდესაც "ჯენოას" ღირსებას ვიცავდი. მაშინ 3:1 მოვიგეთ და ამის შესახებ შვილებს მოვუყვები. კვლავ დუბლის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებ.

ამას წინათ სუპერმარკეტში შევედი და ყველა მეუბნებოდა:"გაუტანე ბუფონს გოლი, დაამარცხეთ "იუვე". არც ერთ სხვა გუნდთან თამაშისას არ არის აქ ასეთი განწყობა. ეს შეხვედრა შემოქმედების შედევრი უნდა იყოს. შევეცდებით ბიანკონერის მოედანზე ვატერლოო მოვუწყოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული