სტეფანო პიოლი: გაუქმებულმა პენალტმა "იუვენტუსთან" მატჩის ბედი გადაწყვიტა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ფიორენტინასა" და "იუვენტუსის" შეხვედრის პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ბურთი ხელზე ჯორჯო კიელინის მოხვდა, მსაჯმა მარკო გვიდამ ჯერ დანიშნა პენალტი, ვიდეოგამეორების შემდეგ კი გააუქმა, აქაოდა მარკო ბენასი ბურთის ჩაწოდებისას თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდაო. ამ დროს ფლორენციელთა ნახევარმცველი ჯორდან ვერეტუ 4 წუთი იდგა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დარტყმის შესასრულებლად.

ნამატჩევს ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ვიოლას" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა:"ძალიან საკამათო მომენტი იყო. გვითხრეს, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდაო, მაგრამ ბურთი ჩვენს ფეხბურთელს მეტოქისგან მიუვიდა. მე ვიდეოგამეორების წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მსაჯმა თავად
უნდა ნახოს ეპიზოდი. გაუქმებულმა პენალტმა არსებითი გავლენა იქონია თამაშის შედეგზე".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული