"მას შემდეგ, რაც გატუზო ჩვენი მწვრთნელი გახდა, ყველაფერი შეიცვალა. გუნდი უფრო კარგ ფორმაში იმყოფება, ვიდრე აქამდე იყო. მან ჩვენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გაგვაძლიერა.
შემიძლია ვთქვა, რომ მის მოსვლამდე ჩვენ ერთიანი გუნდი არ ვიყავით და რინომ შეძლო გუნდში ერთიანობა ჩამოეყალიბებინა. პირადად მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან პრობლემები მქონდა, რის გადალახვაშიც გატუზო დამეხმარა. მან თვითრწმენა დამიბრუნა", - აღნიშნა ბონუჩიმ.