გონსალო იგუაინი "ტოტენჰემთან" შეხვედრისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი გონსალო იგუაინი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისთვის, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, სრულიად მზად იქნება. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

"პიპიტას" 25 თებერვალს, სერია "ა"-ს მორიგ ტურში მასიმილიანო ალეგრი "ატალანტასთან" შეხვედრისთვის განაცხადში შეიყვანს, თუმცა სათადარიგოთა შორის დატოვებს. მის დაბრუნებას კი 28 თებერვალს, იმავე "ატალანტასთან" სათასო მატჩში ელიან.

შეგახსენებთ, რომ იგუაინმა ტრავმა 18 თებერვალს, "ტორინოსთან" შეხვედრაში მიიღო. "ტოტენჰემისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირების მეორე მატჩი კი 7 მარტსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული