სერია A-ს 26-ე ტურში "მილანმა" გასვლაზე 2:0 სძლია "რომას" და 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. გოლები ნაანტრაქტევს პარიკ კუტრონემ და დავიდე კალაბრიამ გაიტანეს.
როსონერის იტალიის ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩი არ წაუგია და უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 6-ში იმარჯვა.