"მილანმა" პენალტების სერიაში "ლაციო" დაამარცხა და ფინალში "იუვენტუსს" შეხვდება[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომში, იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი "მილანსა" და "ლაციოს" შორის ისევ 0:0 დასრულდა, გუნდებმა გოლი ვერც დამატებით დროში ვერ გაიტანეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი როსონერიმ იმარჯვა 5:4 და ფინალში "იუვენტუსს" შეხვდება.

გადამწყვეტი პენალტი რომაელთა მცველმა ლუის ფელიპე რამოსმა ვერ გამოიყენა, ხოლო ალესიო რომანიოლიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. სხვათა შორის, რომანიოლი "რომას" ყოფილი ფეხბურთელია და ამ შეხვედრის წინ გამოტყდა, რომ "ლაციოს" გულშემატკივარია.

"მილანს" ოვერტაიმშიც შეეძლო მოეპოვებინა გამარჯვება, მაგრამ 118-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკოლა კალინიჩმა შანსი ხელიდან გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ "მილანს" ბოლო 6
თამაშში არ გაუშვია გოლი, რაც უკანასკნელად 2003 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც გუნდს კარლო ანჩელოტი ედგა სათავეში. ამას გარდა, 2009 წლის შემდეგ პირველად ყველა ტურნირზე ზედიზედ 13 მატჩში არ დამარცხებულა.

ფინალი 9 მაისს რომის "ოლიმპიკოს" სტადიონზე ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ მილანს, ასეთი მებრძოლი და გაუტეხავი გუნდი თუ დადგებოდა იმ ფეხბურთელების გათვალისჭინებით რომლებიც გუნდში ირიცხება ვერ წარმოვიდგენდი, ბრავო გატუზო ბრავოო...
baski
10:43 01-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული