კუტრონე მეხსიერება მხოლო ორი რამეა - "მილანი" და გოლების გატანა. მან ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკში ქალაქ კომოს გუნდში დაიწყო, სადაც იგი დაიბადა. 3 წლის შემდეგ მისი თავი ლომბარდიელთა სკაუტებმა შეამჩნიეს და "მილანში" წაიყვანეს.
მანამდე, სანამ კუტრონე "როსონერის" ძირითად გუნდში გადავიდოდა, მან პრიმავერას შემადგენლობაში 67 შეხვედრა ჩაატარა და თავი 47 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
მისი
"კუტრონე იქაა სადაც ბურთია და საიდანაც გოლი უნდა გაიტანოს. იგი ამით ფილიპო ინძაგის მაგონებს".
თავად კუტრონე კი ინძაგისთან შედარებაზე ამბობს: "ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც პიპოს მადარებენ. იგი დიდებული და ლეგენდალური ფეხბურთელი იყო. მაგრამ, მინდა ავღნიშნო, რომ ინძაგის დონემდე ბევრი მიკლია".
იტალიაში მას ზედმეტსახელი, "კუტროგოლი" უკვე შეარქვეს. მისი დებიუტი კი "როსონერის" ძირითად გუნდში 2017 წელს შედგა. მან შეძლო და უკან ჩამოიტოვა ისეთი ფორვარდები, როგორებიც ანდრე სილვა და ნიკოლა კალინიჩი არიან.
პატრიკი, ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგ უფრო გაიხსნა. ვინჩენცო მონტელა უფრო ნიკოლა კალინიჩს ენდობოდა და ახალგაზრდა ფორვარდს ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდა, "მამაცი გულის" ეპოქაში კი, პირიქითაა.
ამ დროისთვის მას "მილანის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.
ის "როსონერისთვის" ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და მას გუნდის ერთ-ერთ მომავალ ლიდერას მოისაზრებენ.
20 წლის ფორვარდი იმედია ასევე იტალიის ნაკრებისთვისაც. "სკუადრა აძურას" ახლადდანიშნულმა დროებითმა დამრიგებელმა ლუიჯი დი ბიაჯომ განაცხადა, რომ მას გამოიძახებს და იგი დიდი ტალანტია.
კუტრონეს კი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დღეს ელის. "მილანის" მეტოქე ჰომ მისი მოსისხლე მტერი - "ინტერი" იქნება.