გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენციელთა ყოფილი ფეხბურთელი ძილში დაიღუპა. ამ ფაქტის გამო კი სერია "ა"-ს კვირას გასამართი ყველა შეხვედრა გადაიდო.
ამ ფაქტს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. უმეტესობა მათგანის თქმით, ასტორი შესანიშნავი ადამიანი იყო და ისინი შოკირებულნი არიან.
ანტონიო კონტე ("ჩელსის" მთავარი მწვრთნელი): "ასტორის იტალიის ნაკრებიდან ვიცნობდი, როდესაც მე "აძურის" ვწვრთნიდი. არ შემიძლია ამ ტრაგედიაზე რაიმე ვთქვა. იგი შესანიშნავი პიროვნება და დიდებული ფეხბურთელი იყო.
წარმომიდგენია,
მატეა პერინი ("ჯენოას" მეკარე): "არ მჯერა, ეს რეალობა არაა. ჩვენ ერთად ბევრი ფანტასტიკური მომენტი გვაქვს გატარებული. შენ ყოველთვის გვამხიარულებდი და დიდებული ადამიანი იყავი.
არასდროს დამავიწყდება შენი მომღიმარი სახე. მშვიდობით, დავიდონე!"
ლეონარდო ბონუჩი ("მილანის" კაპიტანი): "მშვიდობით, დიდებულო ასტო! არასდროს დამავიწყდება ჩვენი ერთად გატარებული ბრწყინვალე პერიოდი იტალიის ნაკრების ბაზაზე და შენი მომღიმარი სახე".
ჟერმან პაციელა ("ფიორენტინას" მცველი): "ჩემი სული ახლა მთლიანად ტირის. შენ ბევრი რჩევა მომეცი, როდესაც "ფიორენტინაში" მოვედი და ძალიან მეხმარებოდი.
მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო! შენ ყოველთვის ჩემს მეგობრად დარჩები!"
ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსის" მეკარე): "მშვიდობით, ძვირფასო ასტო! შენ ახალგაზრდა ცოლი და ოჯახი დაგრჩა. ასევე, პატარა გოგონა, რომელმაც მამამისით უნდა იამაყოს.
მან უნდა იცოდეს, რომ მამამისი შესანიშნავი ადამიანი იყო. შენ იყავი ერთ-ერთი ყველაზე სპორტული პიროვნება, ვისაც როდისმე შევხვედრივარ.
შენი გიჟი ჯიჯი".
აქვე გეტყვით, რომ სერია "ა"-ს გადადებული ტურის ჩატარება 14 მარტს იგეგმება.