"ფიორენტინას" ღირსეული ნაბიჯი - დავიდე ასტორის ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს

AutoSharing Option
ფლორენციის "ფიორენტინას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გუნდის ყოფილი მცველის, დავიდე ასტორის ხელფასს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა, მისი ოჯახი მიიღებს.

კლუბის პრეზიდენტის, ანდრეა დელა ვალეს თქმით, ასტორის "იებთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა, რომელიც ამ კვირაში უნდა გაეფორმებინა.

ამ თანხას კი ახლა მისი მეუღლე და შვილი მიიღებენ. ასტორის ხელფასი ყოველწლიურად 1,15 მილიონი ევრო იყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული