ფლორენციის ერთ-ერთ ეკლესიასთან "ფიორენტინას" დაახლოებით 7 000 ქომაგი შეიკრიბა, რომლებიც კლუბის დროშებით და ყელსახვევებით მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი კვირას ქალაქ უდინეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "კალიარიმ" (სადაც ფეხბურთელი ასევე ასპარეზობდა) და "ფიორენტინამ" მისი სათამაშო ნომერი (13) ხმარებიდან ამოიღეს.
ასევე, "იების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ასტორის მთლიან ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.