დავიდე ასტორის დაკრძალვის ცერემონიას "ფიორენტინას" 7 000 ფანი დაესწრო [PHOTO]

AutoSharing Option
ფლორენციის "ფიორენტინას" ყოფილი მცველი დავიდე ასტორი ბოლო გზაზე გააცილეს. დაკრძალვას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო ტოტი, ფილიპო ინძაგი და სხვა სპორტსმენები არიან.

ფლორენციის ერთ-ერთ ეკლესიასთან "ფიორენტინას" დაახლოებით 7 000 ქომაგი შეიკრიბა, რომლებიც კლუბის დროშებით და ყელსახვევებით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი კვირას ქალაქ უდინეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "კალიარიმ" (სადაც ფეხბურთელი ასევე ასპარეზობდა) და "ფიორენტინამ" მისი სათამაშო ნომერი (13) ხმარებიდან ამოიღეს.

ასევე, "იების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ასტორის მთლიან ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული