"ბებერი ქალბატონის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა წუთიერი დუმილისას ცრემლები ვერ შეიკავა. "ფიორენტინას" ყოფილი მცველი მისი მეგობარი იყო.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "ფიორენტინამ" და "კალიარიმ" მისი სათამაშო ნომერი (13) გააუქმეს.
ასტორის ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.