მაურისიო სარის აგენტი: ჩემი კლიენტი სექსისტი არაა

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის აგენტის, ალესანდრო პელეგრინის თქმით, მისი კლიენტი სექსისტი არაა.

"ბოლო დღეებში ბევრი პუბლიკაცია წავიკითხე იმის შესახებ, რომ სარი სექსისტია. ამის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია და ძალიან გაოცებული ვარ.

მაურისიო ყოველთვის ხუმარა და მხიარულია. სარი ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებს, ვიდრე მის შესახებ გავრცელებული პუბლიკაციებია და შემიძლია გითხრათ, რომ ცდებით", - აღნიშნა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ქალი ჟურნალისტის შეკითხვაზე სკუდეტოსთვის ბრძოლაში უშანსოდ დარჩენის შესახებ, სარი ძალიან გაღიზიანდა.

მან ჟურნალისტს მიუგო: "ძალიან ახალგაზრდა და ძალიან
ლამაზი ხართ და ამ ორი მიზეზის გამო ვერ გეტყვით - წადით უკანალში".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული