"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კევინ-პრინს ბოატენგმა, რომელიც ამჟამად ფრანკფურტის "აინტრახტის" ღირსებას იცავს, "როსონერის" ყოფილ მფლობელ სილვიო ბერლუსკონის შესახებ ისაუბრა.
განელის თქმით, მას "მილანი" ბერლუსკონის გარეშე ვერ წარმოედგინა.
"მილანს" სილვიო ბერლუსკონის გარეშე ვერასდროს წარმოვიდგენდი. ის ყოველთვის "როსონერის" ნაწილი იყო. პირადად მე, მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან მან კაცად მაქცია.
ჩემი ყველა სეზონი "მილანის" შემადგენლობაში დაუვიწყარია. ამ კლუბთან უნიკალური მომენტები მაკავშირებს. ვამაყობ, რომ ასეთი დიდი გუნდის მაისური მეცვა.
"მილანში" ბევრი ჩემპიონი თამაშობდა, მაგრამ რონალდინიოს გამოვყოფდი, რომელიც ნამდვილად უძლიერესია", - აღნიშნა ბოატენგმა.
14:48 15-03-2018
კევინ-პრინს ბოატენგი: სილვიო ბერლუსკონიმ კაცად მაქცია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული