"ფიორენტინას" საწვრთნელ ბაზას დავიდე ასტორის სახელი მიენიჭება

AutoSharing Option
"ფიორენტინას" საწვრთნელ ბაზას დავიდე ასტორის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ფლორენციული კლუბის პრეზიდენტმა მარიო კონინიმ განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენი საწვრთნელი ბაზა დავიდეს სახლი იყო. ის აქ ყოველდღიურად მოდიოდა და დღის დიდ ნაწილს ატარებდა.

გვჯერა, რომ ამ საქციელით მის ხსოვნას პატივს მივაგებთ. ამიტომ უახლოეს მომავალში ჩვენს ბაზას "დავიდე ასტორის სპორტული ცენტრი" ეწოდება", - აღნიშნა კონინიმ.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "კალიარიმ" (სადაც ფეხბურთელი ასევე ასპარეზობდა) და "ფიორენტინამ" მისი სათამაშო ნომერი (13) ხმარებიდან ამოიღეს.

ასევე, "იების"
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ასტორის მთლიან ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული