ჯორჯო კიელინის ტრავმა სერიოზული არაა და "რეალთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის ჩემპიონატზე "სპალთან" მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ მედშემოწმება გაიარა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ ჯორჯოს მარჯვენა ბარძაყის კუნთი სერიოზულად არ აქვს დაზიანებული, იტალიის ნაკრებს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება, თუმცა 3 აპრილს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩისთვის მწყობრში ჩადგება.

კიელინი ფიზიოთერაპიის კურსს გაივლის და ექიმები ყოველდღე დააკვირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული