01:05 01-04-2018
"მილანმა" "იუვენტუსს" ვერ გაუძლო [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-8 წუთზე პაულო დიბალამ გახსნა, თუმცა როსონერი არ დანებდა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ლეონარდო ბონუჩიმ თავის ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა.
შეხვედრის დასასრულს კი კლასმა თავისი გაიტანა - ტრავმამორჩენილმა ხუან კუადრადომ 79-ე წუთზე, 87-ეზე კი სემი ხედირამ დალაშქრეს ჯანლუიჯი დონარუმას კარი და ბიანკონერიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
"იუვეს" ჩემპიონატზე აქამდე 959 წუთის მანძილზე არ ჰქონდა გოლი გაშვებული, რაც მეორე შედეგია - რეკორდი ამავე გუნდმა შარშანწინ დაამყარა, როდესაც კარი მშრალად 974 წუთი შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული