"მილანმა" "იუვენტუსს" ვერ გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 3:1 დაამარცხა "მილანი" და "ნაპოლის", რომელმაც სტუმრად "სასუოლოსთან" ფრეს (1:1) ძლივს მიაღწია, 4 ქულით გაექცა.

ანგარიში მე-8 წუთზე პაულო დიბალამ გახსნა, თუმცა როსონერი არ დანებდა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ლეონარდო ბონუჩიმ თავის ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა.

შეხვედრის დასასრულს კი კლასმა თავისი გაიტანა - ტრავმამორჩენილმა ხუან კუადრადომ 79-ე წუთზე, 87-ეზე კი სემი ხედირამ დალაშქრეს ჯანლუიჯი დონარუმას კარი და ბიანკონერიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

"იუვეს" ჩემპიონატზე აქამდე 959 წუთის მანძილზე არ ჰქონდა გოლი გაშვებული, რაც მეორე შედეგია
- რეკორდი ამავე გუნდმა შარშანწინ დაამყარა, როდესაც კარი მშრალად 974 წუთი შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული