იტალიური პრესა: მაურისიო სარი და "ნაპოლის" პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი და გუნდის მწვრთნელი მაურისიო სარი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.

გამოცდილი სპეციალისტი მოითხოვს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბმა ორი ტოპ-ტრანსფერი განახორციელოს, რაც შედეგის მისაღებად დასჭირდება.

საუბარია მცველსა და შემტევზე. თუმცა, დე ლაურენტისი ზაფხულში ტოპ-ტრანსფერების განხორციელების წინააღმდეგია.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ზაფხულში სარი ნეაპოლიდან აიბარგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული